воскресенье, 25 сентября 2016 г.

მეექვსე დღე

ტრენინგის ეს დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,ვისაუბრეთ მოსწავლეთა ნამუშევრების მნიშვნელობაზე, ასევე დავათვალიერეთ სანიმუშო პრეზენტაციები, გავაკეთეთ დასკვნები იმის შესახებ თუ რა საფეხურები უნდა გაიარო პრეზენტაციის დაგეგმვისას, რა არის აუცილებლად შესასრულებელი. მაგ.: პირველ სლაიდზე აუცილებელია ნამუშევრის სახელი და ავტორები, ხოლო ბოლოზე გამოყენებული წყაროები. ტრენინგის მსვლელობისას დავიწყეთ მუშაობა საკუთარ პრეზენტაციებზე, თუმცა არსი იმაში მდგომარეობდა რომ ეს ნამუშევარი დაგვემზადებინდა ბავშვის ანუ მოსწავლის თვალთახედვიდან. დაწყებული ნამუშევრები ავტვირთეთ google-ის ღრუბლებში. ტრენინგის დასასრულს ვისაუბრეთ check-list-ების შესახებ, რა არის და რისთვის გვჭირდება. საშინაო დავალებად ტრენერმა მოგვცა პრეზენტაციების დასრულება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს, რომელიც ნელა-ნელა მიქრობ შიშს პროექტით სწავლების გარშემო. მე ნამდვილად არ ვფლობდი ასეთ საჭირო ინფორმაციის, და რაც მე არ ვიცი ბავშვისთვის როგორ მესწავლებინა?! დღე იყო ნაყოფიერი და პრაქტიკული.

Комментариев нет:

Отправить комментарий